Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ ახალი სუნამოს Thank U, Next სარეკლამო ვიდეო გაავრცელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელ პოპვარსკვლავის, არიანა გრანდეს ახალი სუნამო Thank U, Next პარფიუმერული მაღაზიების დახლებზე გამოჩნდა. ვარდის, ქოქოსის, ჟოლოსა და მსხლის არომატების მქონე სუნამოს ღირებულება, მილიგრამების შესაბამისად, 7,99-დან 62 აშშ დოლარამდე მერყეობს. არტისტმა სარეკლამო ვიდეორგოლიც გაავრცელა. მასზე რეჟისორმა, ჰანა ლუქს დევისმა იმუშავა, რომელიც არიანას მუსიკალური კლიპის Thank U, Next ავტორია. 

► ნახეთ, როგორ იღებდნენ Ariana Grande-ს კლიპს Thank U, Next

ნახეთ: მაილი საირუსი, არიანა გრანდე და ლანა დელ რეი კლიპში Don’t Call Me Angel

► არიანა გრანდე Forever 21-სგან კომპენსაციის სახით $10 მილიონს ითხოვს

ვიდეორგოლის მსგავსად, რეკლამის სიუჟეტიც საკულტო თინეიჯერული ფილმების Mean Girls და Bring It On თემატიკას ეყრდნობა და კადრებშიც ის მსახიობები ჩანან, რომლებიც გრანდეს კლიპში მონაწილეობენ.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული