Thumbnail

ფოტოგალერეა: ქანიე ვესთის აპარტამენტი მანჰეტენზე $4,7 მილიონად იყიდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკის ისტორიულ უბან SoHo-ში მდებარე აპარტამენტი, რომელსაც ლეგენდარული ჩიკაგოელ ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი 2004-18 წლებში ფლობდა, $4,7 მილიონ ამერიკულ დოლარად იყიდება. 185 კვ.მ. ფართობის ბინაში ერთი საძინებელი და ორი სველი წერტილია განთავსებული. ინტერიერზე ცნობილმა არქიტექტორმა, ქლაუდიო სილვეისტრინმა იმუშავა.

► ნახეთ: ქანიე ვესთმა 14 მილიონ დოლარად რანჩო იყიდა

► კიმ კარდაშიანი: ქანიემ მის ახალ რანჩოში რომ მიმიყვანა, შიშისგან გული გამისკდა

► ქენდრიქ ლამარმა კალიფორნიაში $10 მილიონად სახლი იყიდა

ქანიემ ჰაუსტონის ქუჩაზე მდებარე შენობაში ბინა 2004 წელს შეიძინა, რომელიც ორი წლის შემდეგ იმავე სართულზე მდებარე სხვა აპარტამენტთან გააერთიანა. არტისტმა სახლი 2018 წელს 3 მილიონ დოლარად გაყიდა.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული