Thumbnail

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჰეილი სტაინფილდი კომპოზიციას Afterlife ავრცელებს. გამოცემა Rolling Stone-ის ცნობით, ნამუშევარი ახალი სერიალის Dickinson საუნდტრეკი იქნება, რომელშიც ჰეილი მთავარ როლს ასრულებს. ეპიზოდებში ასევე ვიხილავთ პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ Wiz Khalifa-ს, რომელიც სიკვდილს განასახიერებს.

► Wiz Khalifa ახალ სერიალში Dickinson სიკვდილს განასახიერებს

რეჟისორ ალეინა სმიტის ნამუშევარი ამერიკელი პოეტის, ემილი დიკინსონის შესახებ მოგვითხრობს. კომედიური ჟანრის სერიალში მოქმედება მე-19 საუკუნეში ვითარდება, თუმცა, ეპიზოდებში თანამედროვე სასაუბრო ენა და მუსიკა იქნება გამოყენებული. სატელევიზიო შოუს პრემიერა ახალ სტრიმინგ სერვისზე Apple TV+ პირველ ნოემბერს შედგება.

ჰეილი სტაინფილდმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როდესაც ფილმისთვის Pitch Perfect 2 ბრიტანელი მომღერლის, Jessie J-ის კომპოზიცია Flashlight დააქავერა. ამავე წლის აგვისტოში მან სადებიუტო სინგლი Love Myself გაავრცელა. არტისტი სიმღერით Starving ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული