Thumbnail

დენის როდმანი: მადონა $20 მილიონს მიხდიდა, თუ შვილს გავაჩენინებდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა, დენის როდმანმა რადიოგადაცემა The Breakfast Club-ში სტუმრობისას გაამხილა, რომ ერთხელ მომღერალმა მადონამ დაორსულების სანაცვლოდ 20 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა.

► ნახეთ: Madonna-მ 61 წლის იუბილე სარეპეტიციო დარბაზში, შვილებთან ერთად აღნიშნა

► 2Pac-ის წერილი, რომელშიც მადონას დაშორების მიზეზს უხსნის, აუქციონზე გაიყიდება

"90-იან წლებში მადონასთან სასიყვარულო ურთიერთობა მქონდა. ერთხელ მან ლას ვეგასიდან ნიუ იორკში თავისი პირადი თვითმფრინავით მხოლოდ იმ მიზეზით გადამაფრინა, რომ ჩემთან დაწოლილიყო. შემდეგ კი მითხრა, რომ, თუ მას დავაორსულებდი და ბავშვს გააჩენდა, $20 მილიონს გადამიხდიდა. თუმცა, ვფიქრობ, მე ერთადერთი მამაკაცი არ ვარ, ვისაც მან ეს შესთავაზა. შესაძლოა, კარლოს ლეონისგან ბავშვი მან სწორედ მსგავსი შეთანხმების შემდეგ გააჩინა", - თქვა როდმანმა.

აღსანიშნავია, რომ 61 წლის მადონას 6 შვილი, ორი ბიჭი და ოთხი გოგონა ჰყავს.

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული