Thumbnail

Big Boy: Dr. Dre და Eminem ახალ მუსიკაზე მუშაობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანი რადიოწამყვანისა და ჟურნალისტის, Big Boy-ს ინფორმაციით, ლეგენდარული არტისტები Dr. Dre და Eminem ახალ მუსიკაზე მუშაობენ. მისი თქმით, 18 სექტემბერს დოქტორ დრეს სტუდიაში ესტუმრა, სადაც მისი და ემინემის ერთობლივი, აქამდე უცნობი ჩანაწერები მოისმინა.

► 50 Cent: ემინემი ახალ ალბომზე მუშაობს 

► შესაძლოა, Eminem-მა, Dr. Dre-მ და 50 Cent-მა ახალი კომპოზიცია გამოუშვან 

► Scott Storch: Dr. Dre ალბომის Detox გამოშვებას კვლავ აპირებს

"მე დრესა და ემინემის ახალი კოლაბორაციული კომპოზიციები მოვისმინე და ეს საოცარი იყო. დრემ მითხრა, რომ ის საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნებას ჯერჯერობით არ აპირებს და ყველა ეს ტრეკი ემინემის შემოქმედებიდანაა", - განაცხადა ბიგ ბოიმ.

ემინემისა და დოქტორ დრეს მუსიკალური კარიერა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ვეტერანმა და გამოცდილმა დრემ ახალგაზრდა დეტროიტელი რეპერი 1999 წელს შეამჩნია, როდესაც შემთხვევით მის დემო ჩანაწერებს გაეცნო. კალიფორნიელმა პროდიუსერმა თეთრკანიანი მუსიკოსი საკუთარ ლეიბლში Interscope გააწევრიანა. მას შემდეგ არტისტებმა არაერთ წარმატებულ ტრეკსა თუ ალბომზე ითანამშრომლეს. დოქტორ დრესა და ემინემის დუეტი 2000-იანი წლების ერთ-ერთ დომინანტ კოლაბორაციად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული