Thumbnail

სელინ დიონი დრეიქს: ძალიან გთხოვ, ჩემი სახე არ ამოისვირინგო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელ პოპვარსკვლავ სელინ დიონს რადიოსადგურში iHeartRadio სტუმრობისას წამყვანმა ტორონტოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, დრეიქის დაპირება გაახსენა. როგორც რეპერმა განაცხადა, სხეულზე, მსახიობ დენზელ ვაშინგტონისა და მუსიკოსების, Lil Wayne-ისა და Sade-ს ტატუების გვერდით, სელინის პორტრეტის დახატვას გეგმავდა. პასუხად მომღერალი კამერისკენ მიბრუნდა და დრეიქს მიმართა:

► სელინ დიონი: სხვის დასანახად კი არა, საკუთარი თავისთვის ვიცვამ

► მოუსმინეთ: სელინ დიონი ახალ სიმღერებს Courage, Imperfections და Lying Down ავრცელებს

► ნახეთ: 51 წლის სელინ დიონი Harper’s Bazaar-ის ფოტოსესიაში

"დრეიქ, ძალიან მიყვარხარ. გთხოვ, ასე არ მოიქცე. შეგიძლია, სასიყვარულო წერილები მომწერო, ჩემი ბავშვებისთვის ავტოგრაფები გამომიგზავნო, სახლში მესტუმრო და ოჯახური ვახშმით გაგიმასპინძლდები. დავლიოთ, ერთად ვიმღეროთ, რაც გინდა, ის გავაკეთოთ, შემიძლია, დედაშენსაც გავესაუბრო, მაგრამ გთხოვ, ამას ნუ გააკეთებ. წლების მატებასთან ერთად, ადამიანის სხეული იცვლება, მათ შორის შენიც. ჩემი სახის გამოსახულება ჩამოგრძელდება და ლამაზი არ იქნება. ასე რომ, ნუ გაიკეთებ ამ ტატუს. ან თუ ძალიან გინდა, ერთჯერადი გაიკეთე, რომ გადაფიქრება შეგეძლოს", - ამბობს ვიდეოში 51 წლის სელინ დიონი.

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული