Thumbnail

ჯიმი პეიჯი: ყველა დროის საუკეთესო ჯგუფი Led Zeppelin-ია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, Led Zeppelin-ის ყოფილმა გიტარისტმა, ჯიმი პეიჯმა გამოცემა Uncut-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ჯგუფი სწორედ "ლედ ზეპელინია".

► ნახეთ: ჯიმი პეიჯის ორსაუკუნოვანი სახლის ფოტოები

► ჯიმი პეიჯმა დავა კიდევ ერთ მეზობელთან წააგო

 ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ Led Zeppelin-ს?

"რთულია, ასეთი რამ თქვა და ნარცისად არ ჩაგთვალონ, მაგრამ, წლების განმავლობაში, ძალიან ბევრმა მუსიკოსმა მითხრა, რომ ჩვენ საუკეთესოები ვიყავით. არ ვგულისხმობ ალბომების გაყიდვებს ან გადაჭედილ დარბაზებს, თუმცა, ამაშიც არავის ჩამოვრჩებით. როდესაც ვსაუბრობთ კოლექტივზე, როგორც კოლაბორაციულ მუსიკალურ პროექტზე, ამაში საუკეთესოები ვიყავით. თითოეული არტისტი თავისი საქმის უბადლო მცოდნე იყო. თუ ახალბედა მუსიკოსი ხარ და გინდა, მოისმინო, როგორ მუშაობენ ბენდის წევრები ერთად, "ლედ ზეპელინს" უნდა მოუსმინო. კვარტეტის ყველა კომბინაცია რაღაც განსაკუთრებულს გთავაზობს", - აღნიშნა ჯიმი პეიჯმა.

Led Zeppelin ლონდონში 1968 წელს ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან როკ ბენდს კარიერის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი 70-იანი წლების ყველაზე დიდ ჯგუფად დაასახელა. 1995 წელს კი არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული