Thumbnail

ნახეთ: Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰიპ ჰოპ არტისტები დაასახელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

საერთაშორისო ბიზნესჟურნალმა Forbes 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰიპ ჰოპ არტისტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. სიას ისტორიაში პირველად ცნობილი ჩიკაგოელი მუსიკოსი, ქანიე ვესთი 150 მილიონი აშშ დოლარით ლიდერობს. დღეისთვის მისი შემოსავლის მთავარი წყარო Adidas-თან თანამშრომლობით შექმნილი ფეხსაცმელების ბრენდი Yeezy გახლავთ. 

► ნახეთ: ქანიე ვესთმა 14 მილიონ დოლარად რანჩო იყიდა

"ფორბსის" სიაში მეორე ადგილს გავლენიანი ნიუ იორკელი რეპერი, ჯეი ზი იკავებს. 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე მისმა შემოსავალმა 81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ვეტერან კოლეგას 6 მილიონით კანადელი სუპერვარსკვლავი, დრეიქი ჩამორჩა, რომელიც მუსიკალურ პლატფორმებზე დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი არტისტია. 

"ფორბსის" სრული სია ასე გამოიყურება:

1. Kanye West - $150 მლნ
2. Jay-Z - $81 მლნ
3. Drake - $75 მლნ
4. Diddy - $70 მლნ
5. Travis Scott - $58 მლნ
6. Eminem - $50 მლნ
7. DJ Khaled - $40 მლნ
8. Kendrick Lamar - $38.5 მლნ
9. Migos - $36 მლნ
10. Childish Gambino - $35 მლნ
11. J. Cole - $31 მლნ
12. Nicki Minaj - $29 მლნ
13. Cardi B - $28 მლნ
14. Swizz Beatz - $23 მლნ
15. Meek Mill - $21 მლნ
16. Birdman - $20 მლნ
17. Future - $19.5 მლნ
18. Nas - $19 მლნ
19. Wiz Khalifa - $18.5 მლნ
20. Pitbull - $18 მლნ 

კომენტარები

ბოლოს დამატებული