Thumbnail

Depeche Mode-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს SPIRITS in the Forest გამოუშვებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Depeche Mode ახალ დოკუმენტურ ფილმს SPIRITS in the Forest გამოუშვებს. ნამუშევარში ბენდის 2017-18 წლის ტურნეს Global Spirit Tour უკანასკნელი შოუების ვიდეომასალა შევა, ასევე, კოლექტივის 6 თაყვანისმცემლის ემოციური ისტორიები იქნება მოთხრობილი.

"მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ Depeche Mode-ის ახალი დოკუმენტური ფილმი SPIRITS in the Forest, რომლის რეჟისორიც ანტონ კორბეინი გახლავთ, კინოეკრანებზე 21 ნოემბერს გამოვა", - წერია ბენდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფილმი რეჟისორმა ანტონ კორბეინმა კომპანია Sony Music Entertainment-თან და BBH Entertainment-თან თანამშრომლობით გადაიღო.

Depeche Mode ინგლისის ქალაქ ბაზილდონში 1980 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს საყოველთაო პოპულარობა 1990 წელს გამოშვებულმა ალბომმა Violator მოუტანა. კარიერის განმავლობაში ბენდმა 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Q-მ "დეფეშ მოუდი" იმ 50 კოლექტივს შორის შეიყვანა, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული