Thumbnail

ტეკაში: Cardi B-ც კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ იორკის სასამართლოში პატიმრობაში მყოფი ჰიპ ჰოპ არტისტის, Tekashi 6ix9ine-ის სამდღიანი დაკითხვა დასრულდა. ცნობილმა რეპერმა პროცესის მესამე დღეს განაცხადა, რომ მისი პოპულარული კოლეგა Cardi B ასევე კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრი იყო. მუსიკოსს კითხვები ამავე დაჯგუფების წევრების, ალჯერმია მაქისა და ენტონი ელისონის ადვოკატმა დაუსვა, რომელთა წინააღმდეგ სიქსნაინმა ჩვენებები მისცა. დაკითხვის ოქმი გამოცემა Complex-მა მოიპოვა.

► 6ix9ine-მა სასამართლოში განაცხადა, რომ Trippie Redd-იც კრიმინალური დაჯგუფების წევრია

► ნახეთ: Snoop Dogg-მა 6ix9ine-ს ინსტაგრამზე ემოჯები მიუძღვნა

► ნახეთ: 10 წლის რეპერებმა Cardi B გადისეს

ადვოკატი: იცოდი, რომ ქარდი ბი Bloods-ის წევრი იყო?
6ix9ine: დიახ.
ადვოკატი: იცოდი, რომ ქარდი ბი დაჯგუფების წევრების მონაწილეობით კლიპებს იღებდა?
6ix9ine: დიახ.
ადვოკატი: ეს მანამ იცოდი, სანამ მუსიკალურ კარიერას დაიწყებდი?
6ix9ine: არა, მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
ადვოკატი: მანამ დაჯგუფების წევრი გახდებოდი, იცოდი ვინ იყო ქარდი ბი?
6ix9ine: ვიცოდი ვინც იყო, უბრალოდ, იმ პერიოდში ყურადღებას არ ვაქცევდი.
ადვოკატი: იცოდი, რომ ის წარმატებული ადამიანი იყო?
6ix9ine: დიახ, ვიცოდი.

ტეკაშის ნათქვამს ქარდი ბის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. გამოცემა The Fader-თან საუბარში მათ ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ რეპერი კრიმინალური დაჯგუფების წევრი არასდროს ყოფილა.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით იანვარში სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Blood არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული