Thumbnail

ნახეთ: Green Day-მ კომპოზიციაზე Father of All Motherfuckers ვიდეოკლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა, Green Day-მ კომპოზიციაზე Father of All Motherfuckers კლიპი გადაიღო. სინგლი ბენდის მომავალ, ამავე სახელწოდების ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის 7 თებერვალს ჩაეშვება.

► ნახეთ: Green Day-ს წიგნი 29 ოქტომბერს გამოიცემა

► მოუსმინეთ: Green Day-ს აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Stay გავრცელდა

Green Day კალიფორნიაში 1986 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 85 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ბენდს გრემის ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. 2015 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული