Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა კაია უილკინსმა, სასცენო სახელით Okay Kaya, ახალი კომპოზიცია Ascend And Try Again და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის რიგით მეორე, ჯერჯერობით უსახელო ალბომში შევა, რომელიც 2020 წელს გამოიცემა.

ნორვეგიაში დაბადებულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, Okay Kaya-მ სადებიუტო ალბომი Both 2018 წელს გაავრცელა. მელანქოლიური ჟღერადობის ექსპერიმენტულმა პოპ ჩანაწერმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული