Thumbnail

ნახეთ: ტრევის სკოტმა $1,6 მილიონად Mercedes-Maybach G-Wagon შეიძინა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტრევის სკოტმა ახლახან 1,6 მილიონ ამერიკულ დოლარად 2018 წლის Mercedes-Maybach G650 Landaulet შეიძინა. მსოფლიოში ამ ულტრა-კლასის ყველგანმავალის მხოლოდ 99 ეგზემპლარი არსებობს. 

► ნახეთ: ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი "ფლეიბოის" ფოტოსესიაში

► მოუსმინეთ: ოზი ოსბორნი და ტრევის სკოტი Post Malone-ის ახალ ტრეკში Take What You Want

არტისტმა ძვირადღირებული ავტომობილი დილერს შეუკვეთა, რომელმაც ტრევისს თეთრი ფერის მოდელი მიუყვანა. რეპერმა კი მასზე ყავისფერი სტიკერი გადააკვრევინა. 

ავტომობილი თავაპირველად ასე გამოიყურებოდა:

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული