Thumbnail

მერილინ მენსონი სერიალ American Gods-ში ითამაშებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, მერილინ მენსონი პოპულარული სერიალის American Gods მორიგ, რიგით მესამე სეზონში მიიღებს მონაწილეობას. ის სატელევიზიო შოუში ვიკინგური დეს მეტალ ჯგუფის, Blood Death-ის ფრონტმენს, იოჰან ვენგრენს განასახიერებს.

► მერილინ მენსონი სერიალ The New Pope-ში ითამაშებს

"დიდი ხანია, ვაფასებ მენსონის ტალანტს, როგორც მუსიკოსის, ასევე, მწერლისა და მსახიობის ამპლუაში. სერიალზე მასთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება. მისი ენერგია და ენთუზიაზმი ძალიან დაგვეხმარება", - ამბობს სატელევიზიო პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩარლზ იგლი.

მერილინის პერსონაჟი ამავდროულად მეომარია, რომელიც თავს მითიურ ღმერთს, ოდინს უძღვნის. მუსიკოსი სატელევიზიო შოუს ოთხ ეპიზოდში გამოჩნდება.

ბრიტანელი მწერლის, ნილ გეიმანის რომანზე დაფუძნებული სერიალის მორიგი სეზონი ეკრანებზე 2020 წლიდან გამოჩნდება.

ბრაიან უორნერმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.

კომენტარები

ბოლოს დამატებული