Thumbnail

პოპულარულმა ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, ორი ახალი კომპოზიცია No Rappers და Too Loud გამოაქვეყნა. კალიფორნიელმა რეპერმა პირველ მათგანზე ვეტერან კოლეგა E-40-თან, მეორეზე კი კალიფორნიელ Nef The Pharaoh-თან ითანამშრომლა.

► ნახეთ: G-Eazy ვიდეორგოლს Bang ავრცელებს 

► მოუსმინეთ: G-Eazy - All Facts | Got A Check 

► მოუსმინეთ: G-Eazy სამტრეკიან ჩანაწერს B-Sides ავრცელებს  

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.   

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული