Thumbnail

შოტლანდიურმა ელექტრონულმა დუეტმა Boards of Canada ამ დრომდე გამოუცემელი კომპოზიცია XYZ გაავრცელა. მუსიკოსებმა ტრეკი 1998 წლის ივლისში ჩაწერეს. ნამუშევარი პოპულარული ბრიტანული ლეიბლის Warp 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილ კომპილაციურ ალბომში WXAXRXP Sessions შევა, რომელიც 15 ნოემბერს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: Boards of Canada ორსაათიან მიქსს ავრცელებს

Boards of Canada ძმებმა მაიკლ სენდისონმა და მარკუს ეოინმა 1986 წელს ჩამოაყალიბეს. მათ სადებიუტო ალბომი Music Has the Right to Children 1998 წელს გამოუშვეს და კრიტიკოსების დადებითი შეფასებებიც დაიმსახურეს. დუეტმა დღეისთვის ბოლო, მეოთხე სტუდიური ჩანაწერი Tomorrow's Harvest 2013 წელს გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული