Thumbnail

DJ Premier დუეტის Gang Starr ახალ ალბომს აანონსებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ყველაზე დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა, კრისტოფერ ედვარდ მარტინმა, ფსევდონიმით DJ Premier, ცნობილი ჰიპ ჰოპ დუეტის Gang Starr ახალი ალბომი დააანონსა. პრემიერმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მას ლეგენდარული ნიუ იორკელი რეპერი, ნასირ ესკობარ ჯოუნსი ურეკავს და ეუბნება: 

► ნახეთ: DJ Premier ვიდეორგოლს Headlines ავრცელებს 

"ჰეი, პრემიერ, როგორ ხარ? შენი მეგობარი Nas ვარ. მართალია, რომ "გენგ სთარის" ახალ ალბომზე მუშაობ? გამაგებინე. სრული სიგიჟეა. დროებით".

View this post on Instagram

I Gotta Call @nas...

A post shared by @ djpremier on

დიჯეი პრემიერის დისკოგრაფიაში, სხვადასხვა წარმატებულ პროექტთან ერთად, განსაკუთრებული ადგილი ჰიპ ჰოპ დუეტს Gang Starr უჭირავს, რომლის წევრიც, მასთან ერთად, 2010 წელს სიმსივნით გარდაცვლილი ნიუ იორკელი რეპერი, გურუ იყო. მსმენელები ვარაუდობენ, რომ "გენგ სთარის" ახალ ალბომში გურუს მიერ წლების წინ ჩაწერილი ვერსები იქნება გამოყენებული. ამასთან, უცხოური გამოცემების მოსაზრებით, სტუდიურ ჩანაწერში აქტიურ მონაწილეობას სწორედ ნასი მიიღებს. ზემოთ მოცემული ვიდეოს გარდა, მედიას ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ დიჯეი პრემიერმა და ნასირმა კარიერის განმავლობაში არაერთხელ ითანამშრომლეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული