Thumbnail

6ix9ine: რადგან Chief Keef ვერ დაჭრეს, $20,000-ის ნაცვლად $10,000 გადავიხადე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ იორკის სასამართლოში გუშინ პატიმრობაში მყოფი ჰიპ ჰოპ არტისტის, Tekashi 6ix9ine-ის სასამართლო პროცესი განახლდა. სხდომაზე სიქსნაინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეპერ Chief Keef-ს მისი შეკვეთით ესროლეს.

► 6ix9ine-მა სასამართლოში განაცხადა, რომ Trippie Redd-იც კრიმინალური დაჯგუფების წევრია

 ნახეთ: Snoop Dogg-მა 6ix9ine-ს ინსტაგრამზე ემოჯები მიუძღვნა

► Tekashi 6ix9ine-მა აღიარა, რომ შვილის დედაზე წლების განმავლობაში ძალადობდა

"მინდოდა, ჩიფ კიფი შესაშინებლად დაეჭრათ და ამაში 20,000 დოლარს ვიხდიდი. თუმცა, როცა გავიგე, რომ Kooda-მ მხოლოდ ერთხელ გაისროლა და თან ვერ მოარტყა, მე მას მხოლოდ $10,000 გადავუხადე", - თქვა ტეკაშიმ.

ჩიფ კიფს 2018 წლის 2 ივნისს ნიუ იორკში, სასტუმროს W Hotel მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა, მეტსახელად Kooda-მ ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით იანვარში სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Blood არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული