Thumbnail

ტეილორ სვიფტი: კულისებს მიღმა ქანიე მეგობრულად მექცევა, სახალხოდ მაგარ ბიჭს თამაშობს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა ჟურნალ "როლინგ სთოუნთან" ინტერვიუში ჩიკაგოელ ჰიპ ჰოპ არტისტთან, ქანიე ვესთთან მრავალწლიან უთანხმოებაზე ვრცლად ისაუბრა.

► ნახეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი Lover და ამავე დასახელების კლიპი გაავრცელა

► მამაკაცმა, რომელიც ტეილორ სვიფტის სახლში შეიჭრა, ზრდილობის ნიშნად ფეხზე გაიხადა

მას შემდეგ, რაც 2009 წელს MTV Video Music Awards-ზე ქანიემ სამადლობელი სიტყვა შემაწყვეტინა და მითხრა, რომ იქ დგომას არ ვიმსახურებდი, კარიერულ მიზნად დავისახე, ჩემთვის და ჩემი შემოქმედებისთვის პატივი ეცა. 2015 წელს მან დამირეკა და პირადად მთხოვა, მისთვის MTV VMA-ს ცერემონიაზე ავანგარდის პრემია“ გადამეცა. სამწუხაროდ, საუბარი არ ჩამიწერია, თორემ მოგასმენინებდით. 

თითქმის ერთ საათს ვილაპარაკეთ. ქანიე მარწმუნებდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რომ სწორედ ჩემგან მიეღო ეს ჯილდო. მაშინ ჩავთვალე, რომ ამ ნაბიჯით მან ჩემთან შერიგება სცადა და ცერემონიისთვის ტექსტიც კი დავწერე. თუმცა, როცა სცენაზე გავედი და საუბარი დავიწყე, ქანიემ შემაწყვეტინა და განაცხადა, რომ იქ MTV-მ რეიტინგისთვის მიმიწვია. ამ დროს სცენაზე ვდგავარ, ხელი მისი ცოლ კიმ კარდაშიანზე მაქვს მოხვეული და ვგრძნობ, რომ მთელ სხეულში სიცივე მივლის.

მაშინ გავაანალიზე, რომ ქანიე ორპირი ადამიანია. კულისებს მიღმა თავი მეგობრულად უჭირავს, ხალხის წინაშე კი მაგარი ბიჭის როლს ირგებს და სიბინძურეებს ლაპარაკობს. იმავე საღამოს მოისურვა, მის საგრიმიოროში მივსულიყავი, თუმცა, ასე არ მოვიქეცი. მეორე დღეს ბოდიშის ნიშნად უზარმაზარი თაიგული გამომიგზავნა", - განაცხადა მომღერალმა.

ტეილორმა 2016 წელს მომხდარი შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც ქანიემ თავის მეშვიდე ალბომში The Life of Pablo შესულ კომპოზიციაზე Famous გადაღებული სკანდალური ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპის სიუჟეტით, ტეილორ სვიფტი და კიდევ 11 ცნობილი ადამიანი ვესთთან ერთად საწოლში წვანან, ის კი რეპავს:

"მგონი, მე და ტეილორს ისევ შეგვიძლია, სექსი გვქონდეს. რატომ? მე ხომ ეს ძუკნა პოპულარული გავხადე".

I feel like me and Taylor might still have sex. Why? I made that bitch famous

მას შემდეგ, რაც სვიფტმა უარყო, რომ კომპოზიციის ტექსტი და ვიდეორგოლის სცენარი მასთან შეთანხმებული იყო, ქანიეს ცოლმა, კიმმა რეპერისა და ტეილორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ჩანდა, რომ სვიფტი თანხმობას აცხადებდა ტრეკში მისი სახელის ხსენებაზე. 

"ხალხმა ვერ გაიგო კონტექსტი და ის ამბები, რამაც აქამდე მიგვიყვანა. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ბევრმა ადამიანმა შემიძულა. იწერებოდა, რომ ამ საუბრის გავრცელების შემდეგ გავჩუმდი და გავუჩინარდი," - აღნიშნა მომღერალმა ინტერვიუში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული