Thumbnail

50 Cent: ემინემმა Snoop Dogg-სა და Dr. Dre-ს ერთობლივ ტურნეზე უარი უთხრა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვეტერანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, გადაცემაში Big Boy's Neighborhood სტუმრობისას გაიხსენა, რომ ერთხელ დეტროიტელმა მუსიკოსმა, Eminem-მა Snoop Dogg-თან და Dr. Dre-სთან ერთად ტურნეს გამართვაზე უარი თქვა.

► 50 Cent: ემინემი ახალ ალბომზე მუშაობს

 50 Cent: მაიკლ ჯექსონს კრის ბრაუნი მირჩევნია

 მოუსმინეთ: Eminem და 50 Cent ედ შირანის ახალ ტრეკში Remember The Name

"თქვენ ვერც წარმოიდგენთ, ეს ტურნე რომ გამართულიყო, რა რაოდენობის ფულს შემოიტანდა. თუმცა, ემინემმა უარი იმ მიზეზით თქვა, რომ, შემოთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, თავის შვილს, ჰეილის დიდი ხნის განმავლობაში ვერ ნახავდა. მას არ სურდა, ხანგრძლივი ტურნედან დაბრუნების შემდეგ გოგონა უკვე გაზრდილი დახვედროდა. გული მწყდება, რომ ლეგენდების ერთობლივი ტურნე ვერ შედგა", - ამბობს რეპერი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული