Thumbnail

ნახეთ: დემიენ მარლის პერფორმანსი გადაცემაში NPR Tiny Desk

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი იამაიკელი რეგეი შემსრულებელი, დემიენ მარლი მედიაპლატფორმას National Public Radio ესტუმრა. ვეტერანმა არტისტმა მუსიკალურ გადაცემაში Tiny Desk კომპოზიციები: Slave Mill, So A Child May Follow და Speak Life ცოცხალი ბენდის აკომპანემენტით შეასრულა.

დემიენი ლეგენდარული ბობ მარლის შვილებს შორის ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. მან შემოქმედებითი კარიერა 1992 წელს დაიწყო. კრიტიკოსები დემიენის დისკოგრაფიიდან 2005 წლის ალბომს Welcome To Jamrock გამოარჩევენ. რეგეი შემსრულებელი საკმაოდ ხშირად თანამშრომლობს ჰიპ ჰოპ არტისტებთანაც. 2010 წელს იამაიკელმა მუსიკოსმა ნიუ იორკელ რეპერთან, Nas-თან ერთად კოლაბორაციული ალბომი Distant Relatives გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული