Thumbnail

6ix9ine-მა სასამართლოში განაცხადა, რომ Trippie Redd-იც კრიმინალური დაჯგუფების წევრია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ იორკში პატიმრობაში მყოფი ჰიპ ჰოპ არტისტის, Tekashi 6ix9ine-ის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე, სადაც ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალული იყო, უკვე ყავისფერთმიანმა მუსიკოსმა კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Blood ორი მნიშვნელოვანი წევრის, ალჯერმია მაქისა და ენტონი ელისონის საწინააღმდეგო ჩვენებები მისცა. 

► ნახეთ: Snoop Dogg-მა 6ix9ine-ს ინსტაგრამზე ემოჯები მიუძღვნა

► Tekashi 6ix9ine-მა აღიარა, რომ შვილის დედაზე წლების განმავლობაში ძალადობდა

► ნახეთ: Tekashi 6ix9ine-ის ციხეში გადაღებული ფოტო გავრცელდა

მოწმეთა სავარძელში მჯდომმა ტეკაშიმ გაამხილა, რომ ის კრიმინალურ დაჯგუფებას Nine Trey Blood მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა, სანაცვლოდ კი კარიერასა და უსაფრთხოებას იღებდა.

"ჰიტები უნდა მეკეთებინა და დაჯგუფებას ფინანსურად დავხმარებოდი. ისინი ამ ფულით იარაღსა და საჭირო ნივთებს ყიდულობდნენ. რას ვიღებდი სანაცვლოდ? კარიერას. პატივისცემას ქუჩაში. კლიპებს, მუსიკას, უსაფრთხოებას - ყველაფერს ერთად. დაჯგუფების რამდენიმე წევრის ნახვა ჩემი ტრეკის Gummo ვიდეოკლიპში შეგიძლიათ. მსურდა, Nine Trey-ს ესთეტიკა მეჩვენებინა", - თქვა მუსიკოსმა სასამართლოს წინაშე.

სხდომაზე სიქსნაინმა ასევე ოჰაიოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ ლამარ უაითი, ფსევდონიმით Trippie Redd ამხილა.

"მე და თრიფი რედს ერთსა და იმავე ლეიბლთან გვქონდა კონტრაქტი. კომპოზიცია Gummo-სთვის ინსტრუმენტალი სწორედ მან მომცა. ის კრიმინალური დაჯგუფების Five Nine Brims Bloods წევრია", - განაცხადა რეპერმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირება ექნებათ სამართალდამცველ ორგანოებს თრიფი რედთან დაკავშირებით.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით იანვარში სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Blood არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული