Thumbnail

სელინ დიონი: სხვის დასანახად კი არა, საკუთარი თავისთვის ვიცვამ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავი, სელინ დიონი, რომელიც მოდის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა, კანადურ სატელევიზიო შოუს Entertainment Tonight Canada სტუმრობდა. ინტერვიუს ერთ-ერთი თემა სწორედ მისი გემოვნება და ჩაცმულობა იყო. 

► მოუსმინეთ: სელინ დიონი ახალ სიმღერებს Courage, Imperfections და Lying Down ავრცელებს

► ნახეთ: 51 წლის სელინ დიონი Harper’s Bazaar-ის ფოტოსესიაში

► ფოტოგალერეა: სელინ დიონის 10 არაორდინარული ჩაცმულობა

"ვიცვამ საკუთარი თავისთვის, განწყობის მიხედვით. ვიცვამ იმიტომ, რომ ვიგრძნო, საკუთარი თავით როგორი კმაყოფილი ვარ, როგორი ძლიერი ვარ, როგორ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ. ყველაფრის გასაღები სიმამაცეშია, ყველა უნდა გრძნობდეს იმავეს", - განაცხადა 51 წლის არტისტმა.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ახალი ალბომის Courage გამოსაშვებად ემზადება, რომელიც გაყიდვაში 15 ნოემბერს ჩაეშვება.

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული