Thumbnail

მოუსმინეთ: სელინ დიონი ახალ სიმღერებს Courage, Imperfections და Lying Down ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავი, სელინ დიონი სამ ახალ კომპოზიციას Courage, Imperfections და Lying Down ავრცელებს. სინგლები არტისტის მომავალ ალბომში Courage იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 15 ნოემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: 51 წლის სელინ დიონი Harper’s Bazaar-ის ფოტოსესიაში

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული