Thumbnail

ნახეთ: 2Pac-ის დღემდე გამოუქვეყნებელი ინტერვიუ გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ტელეკომპანია MTV-მ ეპოქალურ ჰიპ ჰოპ არტისტთან, თუფაქ ამარუ შაკურთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც 1995 წლის 27 ოქტომბრით თარიღდება. რეპერმა ჟურნალისტ თაბითა სორენთან მერილენდიდან კალიფორნიაში საცხოვრებლად გადასვლაზე, ცნობილ მოკრივესთან, მაიკ ტაისონთან ურთიერთობასა და სხვა თემებზე ისაუბრა.

► 2Pac-ისა და მისი დედის, აფენი შაკურის შესახებ სერიალს გადაიღებენ 

► ამერიკაში დირექტორი, რომელიც 4300 თანამშრომელს 2Pac-ის ტექსტებს სწერდა, გაათავისუფლეს

► ნახეთ: 2Pac-ის მიერ შექმნილი პორნოგრაფიული ნახატი 21,155 დოლარად გაიყიდა

ინტერვიუს მიმდინარეობისას, თუფაქმა ჟურნალისტის კითხვას, იცნობს ან აქვს თუ არა ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობა, თავი აარიდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე სასაუბროდ მზად არ გახლდათ. "მის შესახებ მომავალ წიგნში ვისაუბრებ", - აღნიშნა არტისტმა.

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული