Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშის Bad Guy-ს სკა პანკ ვერსია გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა სკა პანკ ბენდმა The Interrupters ახალგაზრდა პოპვარსკვლავის, ბილი აილიშის ჰიტის Bad Guy ქავერ ვერსია შეასრულა.

► ნახეთ: სიმებიანმა კვარტეტმა ბილი აილიშის Bad Guy შეასრულა

► ნახეთ: ბილი აილიშმა განმარტა, რის შესახებაა სიმღერა Bad Guy

► ნახეთ: ბილი აილიშის ჰიტის Bad Guy პაროდია Dad Guy გავრცელდა

ბილი აილიშმა Bad Guy ძმასთან, ფინეასთან ერთად დაწერა. კომპოზიცია მიმდინარე წლის 29 მარტს გავრცელდა და კომერციული წარმატებაც მოიპოვა. 24 აგვისტოს სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში ატლანტელი ქანთრი რეპერის, Lil Nas X-ის რეკორდსმენ ჰიტს Old Town Road გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

The Interrupters ქალაქ ლოს ანჯელესში 2011 წელს შეიქმნა. 2014 წელს მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. კოლექტივს ამ დრომდე სამი სტუდიური ნამუშევარი აქვს ჩაწერილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული