Thumbnail

სემ სმიტი: ჩემზე საუბრისას მხოლოდ მრავლობითი რიცხვის ნაცვალსახელები გამოიყენეთ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

27 წლის ბრიტანელმა მუსიკოსმა, სემ სმიტმა ტვიტერის საშუალებით საზოგადოებას მოუწოდა, ამიერიდან მასთან მიმართებით მხოლოდ მრავლობითი რიცხვის ნაცვლსახელები გამოიყენონ, რადგან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას რომელიმე ერთ გენდერთან არ ახდენს.

► სემ სმიტი: არც ქალი ვარ და არც მამაკაცი, სადღაც მათ შორის ვარ

► ნახეთ: Sam Smith-მა და Normani-მ სიმღერაზე Dancing With A Stranger კლიპი გადაიღეს

"გადავწვიტე, საკუთარი თავი მრავლობით რიცხვში მოვიხსენიო და თქვენგანაც ამას ვითხოვ. ეს გადაწყვეტილება საკუთარ გენდერულ იდენტობასთან მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია. მსურს, ჩემი თავი ისეთი მივიღო, როგორიც შინაგანად და გარეგნულად ვარ. მესმის, რომ რთული გზა მელის, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ეცადეთ, გამიგოთ. ჯერჯერობით რთული ასახსნელია, როგორია იყო არაბინარული, მაგრამ არც ის მინდა, ამას ვმალავდე", - წერს არტისტი ტვიტების სერიაში.

სემ სმიტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი 2012 წელს ბრიტანულ ელექტრონულ დუეტთან, Disclosure-თან ერთად ჩაწერილი სინგლით Latch გახდა. 4 გრემის მფლობელი მუსიკოსი კომპოზიციისთვის Writing's on the Wall, რომელიც ჯეიმს ბონდის 24-ე ნაწილის Spectre მუსიკალური თემა იყო, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელიც გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული