Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Wilco ახალი კომპოზიცია Everyone Hides და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში Ode to Joy იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 4 ოქტომბერს ჩაეშვება.

Wilco ქალაქ ჩიკაგოში 1994 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი A.M. გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 10 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. 2 გრემის მფლობელი კოლექტივის შემოქმედება ალტერნატიულ, ექსპერიმენტულ და არტ როკს აერთიანებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული