Thumbnail

ნახეთ: T.I. მოკლემეტრაჟიან ფილმს You (Be There) ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თრეფის ერთ-ერთმა პიონერმა, 3 გრემის მფლობელმა კლიფორდ ჰარის უმცროსმა, ფსევდონიმით T.I., მოკლემეტრაჟიანი ფილმი You (Be There) გამოაქვეყნა, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი Teyana Taylor მონაწილეობს. 12-წუთიანი ვიზუალური ნამუშევარი კომპოზიციებზე You და Be There გადაღებულ კლიპებსა და სხვა ვიდეომასალას შეიცავს. ტრეკები კლიფორდის 2018 წლის ალბომში Dime Trap შედის.

► "რა უფლებით მაძლევ შენიშვნას" - ტრეკში Expeditiously კოდაკ ბლექი T.I.-ის მიმართავს 

► რეპერმა T.I.-მ მისი საყვარელი ჰიპ ჰოპ არტისტები დაასახელა 

► მოუსმინეთ: T.I. - Playas Ball Ft. Snoop Dogg 

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მიწურულს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული