Thumbnail

ნახეთ: Alicia Keys და Miguel ახალ ვიდეორგოლს Show Me Love ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანმა მუსიკოსმა, ალიშა ქისმა ახალი კომპოზიცია Show Me Love და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გაავრცელა. ჩანაწერში ამერიკელი არტისტი Miguel მონაწილეობს, გიტარის პარტიას კი ცნობილი მულტიინსტრუმენტალისტი Raphael Saadiq ასრულებს. 

► ნახეთ: ალიშა ქისმა ბილი აილიშის კომპოზიცია Ocean Eyes შეასრულა

► ფოტოგალერეა: ალიშა ქისმა კალიფორნიაში $20,8 მილიონად სახლი იყიდა

► მოუსმინეთ: Alicia Keys - Raise A Man

ვიდეორგოლში, რომელზეც რეჟისორმა ქარა სთრიქერმა იმუშავა, ცნობილი მსახიობები ზოუი სალდანა და მაიკლ ბი ჯორდანი მონაწილეობენ.

მომღერალმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული