Thumbnail

ნახეთ: Little Simz კლიპს Flowers ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელი ჰიპ ჰოპ არტისტი სიმბიატუ აბიოლა, ფსევდონიმით Little Simz, კომპოზიციაზე Flowers გადაღებულ კლიპს ავრცელებს, რომელშიც ნამუშევარს ცოცხლად ასრულებს. ჩანაწერში ასევე ბრიტანელი მუსიკოსი მაიკლ კივანუკა მონაწილეობს. ტრეკი ლითლ სიმზის რიგით მესამე ალბომში GREY Area არის წარმოდგენილი, რომელიც 1 მარტს გავრცელდა.

► ნახეთ: Little Simz-მა Gorillaz-ის ჰიტი Feel Good Inc. შეასრულა

► ნახეთ: სერჯიო პიცორნომ და Little Simz-მა კომპოზიციაზე Favourites კლიპი გადაიღეს

► ნახეთ: Little Simz - Selfish Feat. Cleo Sol

Little Simz-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ამავე წელს გავრცელებული მიქსტეიპით STRATOSPHERE გახდა. დღემდე მუსიკოსმა სამი სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც განსაკუთრებული მოწონება 2015 წლის ჩანაწერმა A Curious Tale Of Trials + Persons დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული