Thumbnail

ნახეთ: Snoop Dogg-მა 6ix9ine-ს ინსტაგრამზე ემოჯები მიუძღვნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვეტერანი კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კელვინ ბროდუსი, ფსევდონიმით Snoop Dogg, სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი პოპულარული რეპერის, Tekashi 6ix9ine-ის მორიგ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა და მუსიკოსს პოსტი მიუძღვნა.

 Tekashi 6ix9ine-მა აღიარა, რომ შვილის დედაზე წლების განმავლობაში ძალადობდა

► სნუპ დოგი 6ix9ine-ზე: აცადეთ ამ ვირთხას ლპობა

"ტეკაში ციხეში თავს სხვა ჩამშვებებთან ერთად დაცულად გრძნობს", - წერს სნუპი ვირთხის, სამართალდამცველის, პოლიციის მანქანისა და მოსამართლის ემოჯების თანხლებით.

View this post on Instagram

🐀 👮‍♀️ 🚔 👨‍⚖️

A post shared by snoopdogg (@snoopdogg) on

ცნობილია, რომ სიქსნაინი სასამართლოს წინაშე დაჯგუფება Nine Trey Blood-ის კიდევ ორი წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით იანვარში სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Blood არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული