Thumbnail

ლიამ გალაჰერი: ჩემს ძმას ქორწილში აუცილებლად დავპატიჟებ, რადგან დედამ მთხოვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ლიამ გალაჰერმა გამოცემა Sunday Mirror-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ 2020 წელს დაქორწინდება და ქორწილში თავის ძმას, ნოელს აუცილებლად დაპატიჟებს.

► ლიამ გალაჰერი: დარწმუნებული ვარ, რომ ნოელს აღარ ვუყვარვარ

► ნოელ გალაჰერი: ვღიზიანდები, როცა ჩემს კონცერტებზე Oasis-ის სიმღერებს ითხოვენ

► Noel Gallagher: დედაჩემი მანამ მომწონდა, სანამ ლიამს გააჩენდა

"მზად ვარ მესამე ქორწინებისთვის. მე უფრო მეტად ვარ სამზადისში ჩართული, ვიდრე ჩემი საცოლე. მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ნოელს აუცილებლად დავპატიჟებ, რადგან დედამ მთხოვა. ჩემი ძმა და მისი ოჯახის წევრები მოსაწვევებს აუცილებლად მიიღებენ, თუმცა, ალბათ, ქორწილში არ მოვლენ" , - თქვა ლიამმა.

ლიამ გალაჰერი და მისი საცოლე, დები გვაიზერი ერთმანეთს 2013 წლიდან ხვდებიან.

ლიამ გალაჰერმა ძმასთან, ნოელთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. 2 წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა. ამის შემდეგ ლიამმა "ოაზისის" სხვა წევრებთან ერთად ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული