Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. BASSIANI / HOROOM: Rødhåd | Mercurrio | Ninasuspa

27 სექტემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ბასიანი" ტექნო სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელს, Rødhåd-ს მასპინძლობს. ბერლინელ არტისტთან ერთად მსმენელთა წინაშე Mercurrio და Ninasuspa წარდგებიან. 

4. KHIDI: I Hate Models | Inhalt Der Nacht | Frequency Shifter

27 სექტემბერი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" ცნობილ ფრანგ დიჯეისა და პროდიუსერს, I Hate Models-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ბერლინელი არტისტი Inhalt Der Nacht და Frequency Shifter დაიკავებენ. G2-ში კი მსმენელთა წინაშე Boiler Room-ისა და CTM Festival-ის კურატორი Michail Stangl, იგივე Opium Hum და Cera Khin წარდგებიან. 

3. "დარეჯანის დილა": გახსნა

28 სექტემბერი (შაბათი)

28 სექტემბერს კლუბ 1918 Dila-ში ღონისძიებების სერია "დარეჯანის დილა" პირველ ივენთს გამართავს. მსმენელთა წინაშე ბრიტანელი მუსიკოსი Jimpster, ამერიკელი დიჯეები Interpreter & Zoobin, ფრანგული ელექტრონული კოლექტივის, dOP-ის წევრი Damien Vandesande, გერმანელი არტისტი Daniel Berhane და სხვები წარდგებიან. 

2. MONO HALL: Andy Stott | Claro Intelecto | Oimactta | Bero

28 სექტემბერი (შაბათი)

28 სექტემბერს მულტიფუნქციური სივრცე Mono Hall გახსნის ღონისძიებაზე DCBL-ის ივენთს უმასპინძლებს, რომელზეც ცნობილი ბრიტანელი დაბ-ტექნო პროდიუსერი Andy Stott დაუკრავს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე Delsin Records-ის წარმომადგენელი Claro Intelecto, ასევე Bero და Oimactta წარდგებიან. 

1. Spacehall Kustba: KayaKata - სადაა

28 სექტემბერი (შაბათი)

28 სექტემბერს Spacehall Kustba-ში კონცერტს პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივი KayaKata გამართავს. ჰიტებთან ერთად მუსიკოსები პირველად შეასრულებენ ახალ ალბომში "სადაა" შესულ კომპოზიციებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული