Thumbnail

Cardi B: რიანა ნამდვილი გენიოსია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა, Rihanna-მ გასულ კვირას უკვე მეხუთედ უმასპინძლა საქველმოქმედო ღონისძიებას Diamond Ball. ნიუ იორკში გამართულ გლამურულ საღამოზე მიწვეული იყო პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B, რომელიც წვეულებაზე ქმართან, რეპერ Offset-თან ერთად გამოჩნდა. მოგვიანებით ქარდიმ ინსტაგრამზე მისი და რირის ერთობლივი ფოტო გააზიარა და მომღერლის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

► Rihanna ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ქალია

► ნახეთ: 10 წლის რეპერებმა Cardi B გადისეს

"რა საოცარი იდეაა მოდისა და ქველმოქმედების გაერთიანება? ეს ნამდვილად გენიალურია", - დაწერა არტისტმა სოციალურ ქსელში.

ღონისძიებას 500 ადამიანი ესწრებოდა, რომელთაც შორისაც გავლენიანი ბიზნესმენები და მუსიკოსები იყვნენ. ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოწყობილმა საღამოს სტუმრებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს, შემდეგ კი სადღესასწაულო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში აუქციონებიც გაიმართა, რომლებზეც სამი ვილა და 20-კაციანი ბარბადოსის საგზური გაიყიდა. ცნობილია, რომ ქარდიმ წვეულებაზე 111,000 აშშ დოლარად რიანას მომავალი წიგნი შეიძინა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე შეკრებილი სტუმრების წინაშე DJ Khaled და ფარელ უილიამსი წარდგნენ. ამ უკანასკნელს სცენაზე რიანაც შეუერთდა.

ღონისძიებაზე შეგროვილი თანხა რიანას საქველმოქმედო ფონდში The Clara Lionel Foundation ირიცხება, რომელიც არტისტმა 2012 წელს საკუთარი ბებიისა და ბაბუის, კლარასა და ლიონელის პატივსაცემად დააარსა. ორგანიზაცია განათლების, ჯანდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მიმართულებით მუშაობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული