Thumbnail

პოპულარული ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი გიორგი ქებურია, ფსევდონიმით Kay G, ახალ ფრისტაილ კომპოზიციას Mucho ReKK ავრცელებს. ნამუშევრის პროდიუსერი თავად მუსიკოსია.

► მოუსმინეთ: Cas - პანორამა Ft. Kay G

► ნახეთ: Kay G - მესამე დღე

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან, ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული