Thumbnail

ნახეთ: ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი "ფლეიბოის" ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ტექსასელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევის სკოტი და მისი შეყვარებული, მილიარდერი კაილი ჯენერი ჟურნალ "ფლეიბოის" სპეციალური გამოშვების Fall 2019 Pleasure Issue სტუმრები არიან. წყვილის ფოტოები გამოცემის გვერდებსა და გარეკანზე დაიბეჭდა. სურათებზე უკრაინელმა ფოტოგრაფმა, საშა სამსონოვამ იმუშავა.

► ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი შშმ პირების ადგილზე მანქანის გაჩერების გამო გააკრიტიკეს

► მოუსმინეთ: ოზი ოსბორნი და ტრევის სკოტი Post Malone-ის ახალ ტრეკში Take What You Want

ტრევის სკოტმა და კაილი ჯენერმა რომანტიკული ურთიერთობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყეს. წყვილს 2018 წლის თებერვალში გოგონა, Stormi შეეძინათ.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული