Thumbnail

მოუსმინეთ: Neil Young & Crazy Horse - Rainbow of Colors

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა კანადელმა მუსიკოსმა, ნილ იანგმა ჯგუფ Crazy Horse-თან ერთად ახალი სიმღერა Rainbow of Colors გაავრცელა. კომპოზიცია არტისტების ერთობლივ ალბომში Colorado შევა, რომელიც გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Neil Young & Crazy Horse - Milky Way

ნილ იანგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერაში სამი გრემი აქვს მიღებული. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Harvest Moon, Old Man და Heart Of Gold მოუტანა. 

ჯგუფმა Crazy Horse პოპულარობა ნილ იანგთან თანამშრომლობით მოიპოვა. კოლექტივს დამოუკიდებლად ექვსი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული