Thumbnail

ნახეთ: Iggy Pop-მა ჯიმი ფელონის შოუში James Bond შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, იგი პოპმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში ბოლო ალბომში Free შესული კომპოზიცია James Bond გადაცემის ბენდთან The Roots, მესაყვირე ლერონ ტომასთან და გიტარისტ სარა ლიპსტეიტთან ერთად შეასრულა.

► მოუსმინეთ: Iggy Pop - Sonali

► ნახეთ: Iggy Pop-მა კომპოზიციაზე James Bond ვიდეოკლიპი გადაიღო

ჯეიმს ოსტერბერგმა, ფსევდონიმით Iggy Pop, მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. ის ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის The Stooges ვოკალისტი იყო. არტისტის სოლო ნამუშევრებიდან ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია Passenger, Lust For Life და Candy.

კომენტარები

ბოლოს დამატებული