Thumbnail

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი The Who ახალ კომპოზიციას Ball and Chain და მასზე შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეთორმეტე ალბომში WHO იქნება წარმოდგენილი, რომელიც 13-წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.

The Who ქალაქ ლონდონში 1964 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი My Generation გაავრცელა. კოლექტივს პოპულარობა 1969 წელს გამოშვებულმა ნამუშევარმა Tommy მოუტანა, რომელიც მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი როკ ოპერაა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ როკ ბენდს წლების განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 1990 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. არტისტებს ამ დრომდე 11 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული