Thumbnail

შერონ ოსბორნი: ოზის სხეულში იმდენი ლითონია, ნამდვილი რკინის კაცია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსს, ოზი ოსბორნს აპრილში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ტურნეს No More Tours II შეწყვეტა მოუხდა. მას შემდეგ არტისტი რეაბილიტაციის კურსს გადის. მისი ცოლი, შერონი ახლახან ჯიმი კიმელის შოუს Jimmy Kimmel Live! ესტუმრა, სადაც ოზის მდგომარეობაზე ისაუბრა.  

► ოზი ოსბორნი: ექიმები მეუბნებიან, რომ გამოსაჯანმრთელებლად წელიწადი დამჭირდება

► მოუსმინეთ: ოზი ოსბორნი და ტრევის სკოტი Post Malone-ის ახალ ტრეკში Take What You Want

► ამერიკელმა მეცნიერმა ოზი ოსბორნს "გენეტიკური მუტანტი" უწოდა

როგორც ცნობილია, არტისტს სახლში წაქცევის შემდეგ ძველი ჭრილობა გაუმიზეზდა, რასაც თან გაციება და პნევმონიის გამწვავება დაერთო. 

"ღამით ადგა, წავიდა აბაზანაში, დაბრუნდა ოთახში, ხალიჩაზე ფეხი აუცურდა და თავი მაგიდას ჩამოარტყა. შემდეგ გააგრძელა სვლა და თავი საწოლს მიარტყა, სახით დაეცა. მხარი ამოუვარდა. ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ამის გარდა, ადრე ის მოტოციკლეტით ავარიაში მოყვა და სხეულში ლითონის იმპლანტის ჩადგმა გახდა საჭირო. ახლა ოზის მდგომარეობა უმჯობესდება. მან ძალიან რთული გზა გაიარა. გასაკვირი არ არის, რომ რკინის კაცი შეარქვეს, რადგან გეუბნებით - პირდაპირი მნიშვნელობით ჭანჭიკებითაა დამაგრებული. სხეულში იმდენი ლითონი აქვს, შიშისმომგვრელია“, - განაცხადა შერონმა ჯიმი კიმელის შოუში.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-05 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული