Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი: მსურს, ალექს როდრიგესს შვილი გავუჩინო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი რადიოსადგურ SiriusXM-ის გადაცემას Today Show Radio სტუმრობდა. წამყვანი ჰოდა ქოთბი დაინტერესდა, კვლავ აპირებს თუ არა მუსიკოსი შვილების გაჩენას, რაზეც ჯეილომ მომენტალურად უპასუხა - დიახ“.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა ჯიმი ფელონის შოუში ცნობილი კლიპებიდან ცეკვები შეასრულა

► ჯენიფერ ლოპესი: 50 წლის ასაკი საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში

ინტერვიუს მთავარი თემა 50 წლის ლოპესისა და მისი საქმროს, ყოფილი ბეისბოლისტის, ალექს როდრიგესის ურთიერთობა იყო.

"იმედი მაქვს, ჩემი შვილები ამ ურთიერთობიდან ისწავლიან, როგორია ერთმანეთის მხარდაჭერა, მზრუნველობა და ნამდვილი სიყვარული", - განაცხადა არტისტმა.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო დღეს წამყვანმა თავად ალექს როდრიგესს უმასპინძლა და ჯენიფერის ნათქვამი ამცნო, რამაც მამაკაცი გააკვირვა.

"ჰმ, საინტერესოა. როგორც ჩანს, შენ შთააგონე ჯეილო", - მიმართა ალექსმა ჰოდა ქოთბს, რომელმაც შვილი 55 წლის ასაკში აიყვანა.

მამაკაცის რეაქციას გადაცემის ინსტაგრამის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა

"გამომეტყველება, როდესაც იგებ, რომ შენს საცოლეს კიდევ სურს ბავშვების გაჩენა".

ჯენიფერი და ალექსი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. მიმდინარე წელს ისინი დაინიშნენ. წყვილი ოთხ შვილს ზრდის. ჯეილოს  წინა ქორწინებიდან 11 წლის ტყუპები - ემა და მაქსი ჰყავს, ალექსი კი ორი გოგონას, ნატაშას და ელას მამაა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული