Thumbnail

ლიამ გალაჰერი: დარწმუნებული ვარ, რომ ნოელს აღარ ვუყვარვარ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, ლიამ გალაჰერი დარწმუნებულია, რომ თავის ძმას, ნოელს აღარ უყვარს. ამის შესახებ მან გამოცემა El País-თან ინტერვიუში ისაუბრა.

► ნოელ გალაჰერი: ვღიზიანდები, როცა ჩემს კონცერტებზე Oasis-ის სიმღერებს ითხოვენ

► ლიამ გალაჰერი ნოელს: მე ყველაფერს გპატიობ, მოდი, აღვადგინოთ Oasis-ი

► რობი უილიამსი: Oasis-ის აღდგენა საჭიროა, რადგან ძმები ახლა წარმატებულები არ არიან

"ხალხი ყოველთვის მეკითხება, როდის აღდგება ჯგუფი Oasis. ეს არც ისე კარგი იდეაა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ნოელს აღარ მოვწონვარ. ვფიქრობდი ხოლმე, რომ, როცა მიბრაზდებოდა, ხუმრობდა და გულის სიღრმეში ვუყვარდი. ახლა კი დავიწყე საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ეს ასე არ არის. გულდასაწყვეტია, მე ის მიყვარს. ბოლო პერიოდში ნოელს თავისი სამყარო აქვს შექმნილი და არაფერი აღარ აბედნიერებს", - თქვა ლიამმა.

ლიამ გალაჰერმა ძმასთან, ნოელთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. 2 წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა. ამის შემდეგ ლიამმა "ოაზისის" სხვა წევრებთან ერთად ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული