Thumbnail

ნახეთ: The National-მა გარდაცვლილი დენიელ ჯონსტონის პატივსაცემად Devil Town შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The National ქალაქ ჰიუსტონში გამართულ კონცერტზე საკუთარი სიმღერისა Not In Kansas და 11 სექტემბერს გარდაცვლილი საკულტო მუსიკოსის, დენიელ ჯონსტონის კომპოზიციის Devil Town მიქსი შეასრულა.

► საკულტო მუსიკოსი დენიელ ჯონსტონი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მუსიკოსი და ვიზუალური არტისტი, დენიელ ჯონსტონი 58 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. შემსრულებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესდა. შარშან მისი ჰოსპიტალიზებაც გახდა საჭირო.

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული