Thumbnail

მაიამელმა რეპერმა, უილიამ ლეონარდ რობერტსმა, სასცენო სახელით Rick Ross, კომპოზიციაზე Gold Roses გადაღებული კლიპი გაავრცელა. სამხრეთელი ჰიპ ჰოპ არტისტის ტრეკში კანადელი სუპერვარსკვლავი, დრეიქი მონაწილეობს. ნამუშევარი რიკ როსის ალბომში Port of Miami 2 არის წარმოდგენილი, რომელიც აგვისტოში გამოიცა. 

 მოუსმინეთ: Swizz Beatz, DMX & Rick Ross - Just In Case

► ნახეთ: Rick Ross-მა კომპოზიციაზე Fascinated კლიპი გადაიღო

სამხრეთელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. დღეისთვის მას 10 ალბომი და 5 კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოშვებული. 2012 წელს ტელეკომპანია MTV-მ არტისტი წლის ყველაზე მოთხოვნად რეპერად დაასახელა. სოლო კარიერის გარდა, მან 2009 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც პოპულარული შემსრულებლები მიქ მილი და ვალეი იყვნენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული