Thumbnail

Max Richter ჩინეთის დიდ კედელზე 8-საათიან კონცერტს გამართავს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გერმანული წარმოშობის ბრიტანელი კომპოზიტორი, მაქს რიხტერი ჩინეთის დიდ კედელზე 8-საათიან კონცერტს გამართავს. მუსიკოსი მსმენელების წინაშე ფესტივალ Beijing Music-ის ფარგლებში ალბომით Sleep წარდგება, რომლის ხანგრძლივობაც სწორედ 8 საათი გახლავთ.

რიხტერის გამოსვლა 4 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით, 22:00 საათზე დაიწყება. სცენის მახლობლად კვლავინდებურად საწოლები იქნება განთავსებული, რომლებზეც სტუმრებს დასვენებისა და ძილის საშუალება ექნებათ. არტისტი მსმენელების წინაშე სიმებიან ორკესტრთან და ბრიტანელ სოპრანო გრეის დევიდსონთან ერთად წარდგება.

მაქს რიხტერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. კომპოზიტორს არაერთი ფილმისთვის, მათ შორის Shutter Island და Arrival-ისთვის აქვს საუნდტრეკები დაწერილი. მაქსი ასევე ცნობილი სერიალის The Leftovers მუსიკის ავტორიცაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული