Thumbnail

ნახეთ: The Notorious B.I.G.-ის სადებიუტო ალბომის შესახებ გადაღებული ფილმი გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

13 სექტემბერს ლეგენდარული ჰიპ ჰოპ მუსიკოსის, The Notorious B.I.G.-ის სადებიუტო ალბომის Ready to Die გამოშვებიდან 25 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პლატფორმა Amazon Music მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს The Birth of Biggie: 25 Years of Ready to Die ავრცელებს.

► ნიუ იორკში ქუჩას The Notorious B.I.G.-ის სახელი დაარქვეს

სურათი მოიცავს ინტერვიუებს სტუდიური ნამუშევრის პროდიუსერებთან, Easy Mo Bee-სა და DJ Mister Cee-სთან, ასევე, არტისტის ბიოგრაფ, ჩეი ჰოდარისთან. ფილმში ასევე ვხვდებით საარქივო კადრებსა და ნაკლებად ცნობილ აუდიოჩანაწერს, რომელშიც რეპერი საუბრობს.

"ალბომი ნიუ იორკისთვის შევქმენი, თუმცა, მსურს, მას მსოფლიომ მოუსმინოს. მინდა, ბაფთით გამოვიდე და, მადლობის ნიშნად, თავი დავხარო. ხვდებით, რას ვამბობ?", - ამბობს ბიგი ჩანაწერში.

ნოტარიუს ბიაიჯი ყველა დროის გამორჩეული ჰიპ ჰოპ არტისტი და ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მან მუსიკალური კარიერა 1992 წელს გაერთიანება Bad Boy Records-ში დაიწყო.1994 წელს, გაყიდვაში ბიგის სადებიუტო ალბომი Ready To Die ჩაეშვა, რომელმაც რეპერს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

1997 წლის 9 მარტს მომავალი სტუდიური ნამუშევრის პრომოუშენის ფარგლებში კალიფორნიაში მყოფი უოლასი დღემდე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მუსიკოსის გარდაცვალებიდან ორ კვირაში გავრცელებულმა ჩანაწერმა Life After Death უდიდეს კომერციულ წარმატებას მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით 12 მილიონამდე გაყიდული ასლით ალბომმა ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა. რეჩიტატივის კითხვის უნიკალური მანერით გამორჩეულ არტისტს არაერთი გავლენიანი გამოცემა ყველა დროის საუკეთესო რეპერად ასახელებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული