Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი, ენჯელ ოლსენი ახალ კომპოზიციას Lark და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მეოთხე ალბომში All Mirrors იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 4 ოქტომბერს ჩაეშვება. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი ეშლი კონორია.

► ნახეთ: Angel Olsen - All Mirrors

► მოუსმინეთ: Mark Ronson - True Blue Ft. Angel Olsen

ენჯელ ოლსენმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2012 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Half Way Home გაავრცელა. ოლსენს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა My Woman მოუტანა. მუსიკოსის შემოქმედება ინდი როკსა და ინდი ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული