ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი პავლიაშვილმა, სასცენო სახელით მასტერი, ახალი კომპოზიცია "გასაღები" და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში მუსიკოსი ნიკოლოზ ვერძეული, ფსევდონიმით Nick Green მონაწილეობს, რომელიც ტრეკის პროდიუსერიცაა.
► ნახეთ: მასტერი - არ უყურო დროს Ft. ნათია დუმბაძე
მასტერმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. არტისტი საკუთარ ნამუშევრებში ხშირად იყენებს ძველი ქართული ტრეკების სემპლებს. მისი ცნობილი კომპოზიციებია "დამსინა", "შენ წამოდი", "დარჩი რა" და სხვა.
კომენტარები