Thumbnail

The Rolling Stones საკულტო ალბომის Let It Bleed ბოქს-სეტს გამოუშვებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი The Rolling Stones საკულტო ალბომის Let It Bleed 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბოქს-სეტს გამოუშვებს. კომპილაცია ჩანაწერში შესული სიმღერების განახლებულ, მონო და სტერეო ვერსიებს, სინგლის Honky Tonk Women/You Can’t Always Get What You Want შვიდ ინჩიან ვინილს, პოსტერს, ფოტოალბომსა და 80-გვერდიან წიგნს გააერთიანებს. ბოქს-სეტი გაყიდვაში 1 ნოემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: The Rolling Stones-მა სიმღერა Harlem Shuffle 29 წლის შემდეგ პირველად შეასრულა

► The Rolling Stones-ის ახალი, კომპილაციური ალბომი Honk აპრილში გამოიცემა

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 23 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის მიერ 2005-2007 წლებში გამართული ტურნე, შემოსავლების ჯამური რაოდენობით, ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს. Bigger Bang Tour-მა კოლექტივს 523 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული